Lopota cup 2026
Lopota Cup 2026 იწყება!
ჩოგბურთის მოყვარულებს ლოპოტაზე კიდევ ერთი ახალი სპორტული თავგადასავალი და გაზრდილი საპრიზო ფონდი - 45 000 ლარი გელოდებათ.
🎾 გაიარეთ რეგისტრაცია 7 ოქტომბრამდე და შემოგვიერთდით!
ტურნირი გაიმართება 15-18 ოქტომბერს.
თამაშები ჩატარდება როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში, ქალთა და მამაკაცთა შორის:
1. მამაკაცთა შორის ერთეულთა თანრიგში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ სამოყვარულო დონეზე მოთამაშე პირებს (16 წლიდან) და ვეტერან ჩოგბურთელებს (50 წლიდან)
იხ. სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/8PMdkB4ZVZcF95K19
2. ქალთა შორის ერთეულთა თანრიგი - ჩოგბურთის სამოყვარულო თამაშები:
იხ. სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/UiuFhxS1qQy2Dspg8
3. წყვილთა თანრიგში ითამაშებენ, როგორც ქალები, ასევე მამაკაცები და თამაშები გაიმართება Pro-Am პრინციპით (წყვილში 1 პროფესიონალი, 1 კი სამოყვარულო დონეზე მოთამაშე) . იხ. სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/tC6LUsWwtfNwh7iB8
►თამაშები გაიმართება ოლიმპიური სისტემით - 2 სრული სეტი და სუპერ ტაიბრეიკი.
ტურნირი ყოველ წელს მონაწილეობის მსურველთა რეკორდულ რაოდენობას აერთიანებს.
Lopota Cup ლოპოტას დამფუძნებლის გოგა მაისურაძის ინიციატივით წლების წინ დაარსდა და ყოველწლიურ ხასიათს ატარებს.
რეგისტრაციისთვის საჭიროა შეავსოთ შესაბამისი კითხვარი.
ტურნირში მონაწილეობის საფასური:
* ერთეულთა თანრიგში 1 მონაწილის საწევროს ღირებულებაა 200 ლარი
* წყვილთა თანრიგში, წყვილში თითო მოთამაშის საწევრო - 100-100 ლარი.
რეკვიზიტებს მიიღებთ ელ.ფოსტაზე, რეგისტრაციის დასტურის შემდგომ
*ტუნირის შესახებ კითხვები კი შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: host@lopotaresort.com
ლოპოტა სპა რეზორტზე ნომრის დაჯავშნის სურვილის შემთხვევაში ტურნირის მონაწილეები ისარგებლებენ სპეციალური ფასით. ნომრის დაჯავშნას შეძლებთ რეგისტრაციის დასტურის შემდეგ, მეილზე reservation@lopotaresort.com
Draws
Draws coming soon
Brackets will be published closer to the start date.